თავში

რამდენ ხანს გვეყოფა წლევანდელი მოსავალი

რამდენ ხანს გვეყოფა წლევანდელი მოსავალი
რამდენ ხანს გვეყოფა წლევანდელი მოსავალი

ქართული პროდუქტის მარაგის მხრივ პრობლემა წელსაც მოსალოდნელია. აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ საახალწლოდ ქართული პროდუქტის რაოდენობა დახლებზე შემცირდება და იმპორტის მეტი საჭიროება გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავალი, რიგი მიმართულებით, შედარებით მეტია, აგროექსპერტი მიიჩნევს, რომ მარაგის მხრივ პრობლემას ადგილობრივი წარმოება ჯერჯერობით ვერ პასუხობს და არსებითი გაუმჯობესება კვლავ არ იგრძნობა.

,,მიმდინარე პერიოდშიც კი ქართული პროდუქცია დახლებზე მინიმალური დონეზეა. რაღაც შემორჩება წლის ბოლომდე, მაგრამ უკვე იანვრიდან ქართული ხილი და ბოსტეული არ იქნება მაღაზიებში. ბაზრებში მეტნაკლებად არის, მაგრამ მისი სასაქონლო სახე არ არის დამაკმაყოფილებელი. შენახვის არასათანადო პირობების გამო ხარისხის პრობლემა უკვე გაჩნდა და ეს სამომხმარებლო ბაზარზე აშკარად შესამჩნევია. ბოსტნეული კულტურებიც კი,  ქარული კიტრი, პომიდორი, ხახვი და ნიორი ნაკლებად იქნება ბაზარზე, რადგან ჩვენ მათ წარმოებას ვერ უზრუნველვყოფთ. მართალია,  ყველა არ გასულა ექსპორტზე, მაგრამ ადგილზე შენახვის პირობები არ გვაქვს. გადამწყვეტი ზომების მიღება და ჰარმონიული ნაბიჯია საჭირო. სწორად წარმართულ აგრარულ პოლიტიკას შედეგი უნდა მოეცა, მაგრამ რაღაც მიმართულება, როგორც ჩანს, არასწორი იყო", - ამბობს აგროექსპერტი.

პაატა აროშიძის თქმით, შეიძლება პოსტეპიდემიურ პერიოდში იმპორტის პრობლემაც შეიქმნას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს ქვეყანა მზად, რომ სურსათის წარმოების მასშტაბური ზრდა მოხდეს. 

,,ეპიდემიურ პერიოდში სოფლის მეურნეობის დახმარების მიმართულებით ბევრი დაიხარჯა. რა უკუგება მოგვცა მან, აუცილებლად უნდა იქნას შესწავილი. რა რაოდენობის მოსავალი მოვიდა, 2021 წლის მარტში გაირკვევა, როცა წლის შედეგი დაიდება და გვეცოდინება, რამდენით გაიზარდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად - მთავრობაც და ფერმერიც,  შედეგზე იყოს ორიენტირებული. ცხადია, სიტუაცია არ გაიოლდება, ძვირი სურსათის ერაა დაწყებული. ეპიდემიაა და ასეთ დროს პირველადი მოთხოვნის სურსათის ექსპორტისგან ყველა შეიკავებს თავს. ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად უნდა დავხვდეთ მზად", - აცხადებს report.ge-თან აგროექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system