თავში

რამდენად რეალურია გადასახადების შემცირება საქართველოში

რამდენად რეალურია გადასახადების შემცირება საქართველოში
რამდენად რეალურია გადასახადების შემცირება საქართველოში

"უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი და ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და მრავალ პრობლემას გამოიწვევს, როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად ეკონომიკაში," - ამბობს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრმი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი.

„უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი და ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად მთლიანობაში ეკონომიკაში. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ პანდემიურ პერიოდში მრავალი ვალდებულება წარმოექმნა სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა გულბანმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრაში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი უძღვებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system