თავში

რამდენად რეალურია საქსტატის დათვლილი "საარსებო მინიმუმი"

რამდენად რეალურია საქსტატის დათვლილი "საარსებო მინიმუმი"
რამდენად რეალურია საქსტატის დათვლილი საარსებო მინიმუმი

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში 378 ლარით განისაზღვა. შეაძლებელია თუ არა ხუთსულიანმა ოჯახმა ერთი თვის განმავლობაში 378 ლარად და 50 თეთრად იცხოვროს? როგორც სპეციალისტები ამბობენ, არა. მონაცემებს არ აღიარებენ მოქალაქეებიც. ეკონომისტებისა და ფინანსისტების განმარტებით, საქსტატი ამ მაჩვენებელს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2003 წელს დამტკიცებული მეთოდოლოგიით ითვლის და ეს მეთოდოლოგია ვერ ასახავს რეალობას. როგორც "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცება მთავრობის პრეროგატივაა. ახალი მეთოდოლოგიის შექმნას კი ის გარემოება აფერხებს, რომ "საარსებო მინიმუმის" დათვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და ამ მაჩვენებელს დღეს მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ითვლიან.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.  საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. 

"დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს," - განმარტა სტატისტიკოსმა, ეკონომიკის დოქტორმა სოსო არჩევაძემ.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system