თავში

რამდენად საგანგაშოა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

რამდენად საგანგაშოა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდას  სავალუტო შემოდინებების კლებას უკავშირებს. მისი თქმით, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი საშიშ ზღვარზეა, ხოლო ამ პროცესის პარალელურად სულ უფრო და უფრო მცირდება მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლები, რაც ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალურ ფონს განსაკუთრებით ამძიმებს. 

ხორგუაშვილის თქმით, მაღალი იმპორტი ეკონომიკისთვის ვერ იქნება დაბრკოლება, თუკი სხვა ეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებულია, თუმცა ეპიდემიის პირობებში ამის შესაძლებლობა ქვეყანას ვერ მიეცა, რაც საბოლოოდ დიდ პრობლემას ქმნის.

,,ქვეყანა როცა ვითარდება, მიმდინარე დეფიციტი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ამას აბალანსებს ინვესტიციები, ტურიზმიდან შემოსული ფულადი ნაკადები და სხვა. მნიშვნელოვანია დოლარის ნაკადების შემოსვლა ხდებოდეს, რაც ჩვენს შემთხვევეში, ეპიდემიურ პერიოდში მნიშვნელოვნად შეფერხებულია და კრიზისის სიღრმეს ეს ფაქტორიც განაპირობებს. უამრავი ქვეყანაა, რომელსაც იმპორტი ბევრად მეტი აქვს ესპორტთან შედარებით, მაგრამ ეს ფაქტორი პრობლემას არ უქმნის. აქედან გამომდინარე, სავაჭრო დეფიციტში არ არის პრობლემა, მცირდება ის წყაროები, საიდანაც უცხოური ვალუტა შემოდის და მიმდინარე ანგარიშს აბალანსებს. ამით, ერთი მხრივ, შემოსავლები მცირდება, მაგრამ მეორეს მხრივ, კურსი უფასურდება, ქვეყანა მობილურობას კარგავს და სხვა. ეკონომიკა თუ არ მუშაობს, ამით ზარალობს ყველა, როგორც ბიზნესი, ასევე რიგითი ადამიანები,  განკარგვადი შემოსავლები მცირდება და პრობლემა საბოლოოდ ყველა მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება", - აცხადებს ეკონომისტი. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია ერობნული ბანკის (სებ) 2020 წლის მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის ანგარიშში.

სებ-ის მიხედვით,2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 97.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 3.9 პროცენტიდან -9.4 პროცენტამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system