თავში

რამდენად სწორია რკინიგზის სამგზავრო რეისების სუბსიდირება

რამდენად სწორია რკინიგზის სამგზავრო რეისების სუბსიდირება
რამდენად სწორია რკინიგზის სამგზავრო რეისების სუბსიდირება

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების შემოსავლების დინამიკას, იგი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, კერძოდ, 2010 წელს - 15.7 მლნ ლარი, 2019 წელს - 31.1 მლნ ლარი. მაჩვენებეი 2 ჯერაა გაზრდილი, ძირითადად შტადლერის მატარებლებზე თანხის ორჯერ გაძვირებით. შესაბამისად, იზრდება რკინიგზის კონსოლიდირებულ შემოსავლებში, სამგზავრო გადაყვანების პროცენტული წილი. 2010 წელს - 3%, 2019 წელს -6% ი.

ამის შესახებ report.ge-ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში გავრცელებული მოდელით წამგებიანი სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანები ძირითადად სატვირთო გადაზიდვებიდან, ჯვარედინად ფინანსდება.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, მეზობელი ქვეყნების რკინიგზებზე, როგორია სამგზავრო გადაყვანების წილი საერთო კონსოლიდირებულ შემოსავლებში.

სატრანსპორტო დერეფნს კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბელორუსიის რკინიგზახე 11% ია, ყაზახეთის რკინიგზაზე 10% ია, ევროპის რკინიგზებზე ეს მარჟა 15% ს აღწევს, რაც განსაზღვრავს სამგზავრო გადაყვანების ეფექტიანობას.

"სახელმწიფოს მხრიდან სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების სუფსიდირების გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია საქართველოს რკინიგზამ სახელმწიფოს წარუდგინოს სამგზავრო გადაყვანების, კონსოლიდირებულ შემოსავლებში პროცენტული წილის ეტაპობრივის ზრდის გეგმა (ბალტიის ქვეყნების მოდელი), მხოლოდ ამის შემდგომ, უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილება, სამგზავრო გადაყვანების სუფსიდირების მიზანშეწონილობის და თანხის მოცულობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევში, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დარჩება დაბალი მომსახურების დონეზე. იხილე, მოსახლეობის გამოხმაურება. რამდენიმე ამონარიდი საქართველოს რკინიგზის გვერდიდან; სამარცხვინო სამგზავრო სერვისები გაქვთ და ამის გამოსწორებას არც ცდილობთ. სირცხვილია რომ უკვე 4 წელია თბილისი-ბათუმის მატარებლით იპიარებთ თავს," - აღნიშნავს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ საგარეუბნო მატარებლების მდგომარეობა სავალალოა. მისივე თქმით, არასწორია სახელმწიფოს გადაწყვეტილება, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების 40 მლნ ლარით სუფსიდირების შესახებ.

"ბორჯომიდან 6 საათამდე დრო რომ სჭირდება მატარებელს, ეს ხომ შავი ლაქაა თანამედროვე რკინიგზის ისტორიაში და ამიტომაც გააქრეს ალბათ ეს რეისი. ბუნებრივია, არასწორია სახელმწიფოს გადაწყვეტილება, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების 40 მლნ ლარით საუფსიდირების შესახებ, როდესაც არ არსებობს წინასწარი სამოქმედო გეგმა სამგზავრო გადაყვანების სერვისის გაუმჯობესების შესახებ," - განმარტავს ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system