თავში

რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი covid-19-ის გამო

რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი covid-19-ის გამო
რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი covid-19-ის გამო

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნით, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, დასაქმების საგრძნობი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, სავარაუდო მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც სამსახურს წლის ბოლომდე დაახლოებით 400-450 ათასი ადამიანი დაკარგავს, შეიცვალა და მათი რაოდენობა 300 ათასის ფარგლებში შენარჩუნდება. 

სტატისტიკოსის განცხადებით, ახალი მეთოდოლოგიით, უმუშევრობა ისედაც გაიზრდებოდა, ხოლო ძველის მეთოდით გაანგარიშების შემთხვევაში, არსებულთან შედარებით, ზრდა დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში იქნება.

,,ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენ გვქონდა ტურიზმის სექტორში, რომელზეც მიბმულია ეკონომიკაში დასაქმებულის დაახლოებით 12 %, რაც თითქმის 200 ათასი ადამიანია. იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმს აქვს დომინოს ეფექტი, იმის მიხედვით, როგორ გამოსწორდება ამ დარგში მდგომარეობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც ამით იქნება განსაზღვრული. ვფიქრობ, რომ უმუშევრობის მკვეთრი ზრდა არ უნდა იყოს. თუმცა მარტსა და აპრილში, ნაწილობრივ მაისშიც, როცა გაჩერებული იყო წარმოება, ამან სიტუაცია განსაკუთრებით დაამძიმა. დღეს, როცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა დასაშვები გახდა, მიკროავტობუსების რამდენიმე ათასი მძღოლი სამსახურს დაუბრუნდება. გარდა ამისა რესტორნების შიდა სივრცეებში მომხმარებლების მიღება შესაძლებელი გახდა. ამით მომსახურების მასშტაბი გაიზრდება, ხოლო 1 კვირის შემდეგ გათვალისწინებულია სარკინიგზო ტრანსპორტის ჩართვა, ამიტომ ნელ-ნელა ეკონომიკა დაიქოქება და ხელი შეეწყობა უმუშევრობის თანდათანობით შემცირებას. წლის მიხედვით, ძველი მეთოდიკით თუ ვიანგარიშებთ, ჩვენ შეიძლება გვქონდეს  უმუშევრობის სამპუნქტიანი ზრდა, რაც არსებულთან შედარებით 25-30%-იან ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილს საბოლოოდ დაახლოებით  300 ათასი ადამიანი დაკარგავს", - განმარტავს სტატისტიკოსი.

რაც შეეხება გლობალურ დონეზე უმუშევრობას, უცხოურ კვლევებზე დაყრდნობით სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე სამსახურს დაკარგავს მსოფლიოში 320 მილიონი ადამიანი, რაც არის დასაქმებულთა 1/10 ანუ რამდენიც ამერიკის მოსახლეობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system