თავში

რამდენი დასაქმებული, თვითდასაქმებული და უმუშევარი ჰყავს საქართველოს

რამდენი დასაქმებული, თვითდასაქმებული და უმუშევარი ჰყავს საქართველოს
რამდენი დასაქმებული, თვითდასაქმებული და უმუშევარი ჰყავს საქართველოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლაოების 33% მუშობს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.

კითხვას,  "ჩამოთვლილთანაგან, რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას", რესპონტენტთა 33% პასუხობს რომ მუშაობს, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე. თვითდასაქმებულად ტვლის თავს 18%, ხოლო უმუშევარია 17%.

NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.

საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი. თითოეულ ქალაქში 2 ფოკუს ჯგუფი იყო: შერეული ასაკი, სქესი და დასაქმების სტატუსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system