თავში

რამდენით გაძვირდა ცხოვრება - ინფლაცია სექტემბერში

რამდენით გაძვირდა ცხოვრება - ინფლაცია სექტემბერში
რამდენით გაძვირდა ცხოვრება - ინფლაცია სექტემბერში

საქსტატის ცნობით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.  ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (3.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5 პროცენტი); 

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.8 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (3.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (1.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (0.6 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 პროცენტი); 

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 2.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (3.3 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც იანგარიშება სამომხმარებლო კალათიდან სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ენერგომატარებლების, ადმინისტრირებადი ტარიფების, ტრანსპორტის (ცალკეული ტარიფები) გამორიცხვით, მან 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა.

თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7 პროცენტით განისაზღვრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system