თავში

რამდენით შეუმცირდა მოსახლეობას შემოსავლები

რამდენით შეუმცირდა მოსახლეობას შემოსავლები
რამდენით შეუმცირდა მოსახლეობას შემოსავლები

პენდემიის გამო შემოსავლებში დიდი კლებაა. ზუსტი მაჩვენებელი, თუ რამდენი ლარით შეუმცირდა შინამეურნეობებს შემოსავლები, უცნობია, თუმცა სპეციალისტებს საკუთარი ვარაუდები აქვთ. ეკონომისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ შემოსავლებში კლება საშუალოდ 130 ლარის ფარგლებში თუმცა ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გასაშუალებული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და სავარაუდოდ, 300 ლარს აღემატება. ასე ფიქრობს ეკონომისტი რამაზ გერლიანი. მისი თქმით, ჯერჯერობით ხელფასებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა და როგორც კი ეპიდემიის გავლენა გადაივლის, ეს მაჩვენებელი შემცირდება

,,აშკარაა, რომ შემცირდა, შემოსავლებში დიდი კლებაა. 130-150 -ლარიანი სხვაობა არც ისე საგანგაშო იქნებოდა, მაგრამ არიან ოჯახები, სადაც 2-3 დასაქმებული იყო და ყველა სახლშია. დანაკარგს, ალბათ, სესხით ან რაიმე სხვა საშუალებით აბალანსებენ. დღემდე გაჭირვებით მოვდივართ, მილიონ ოჯახზე თუ ავიღებთ გასაშუალებულ მაჩვენებელს, 150 ლარი სავსებით რეალური მაჩვენებელა, მაგრამ ვინც სამსახური დაკარგა ან შეუმცირდა შემოსავალი, მისი დანაკარგი მინიმუმ 300-400 ლარია, რადგან ბევრმა სრულად დაკარგა სამუშაო, რის კომპენსირების მიზნით იღებს 200-ლარიან დახმარებას. ხოლო კონსულტანტები და სტილისტების ნაწილი, ვინც სამსახური ვერ აღიდგინა, მთლიანად მთავრობის დახმარების იმედადაა, ზოგიერთმა თვითდასაქმებულმა კი ვერანაირი კომპენსაცია ვერ მიიღო", - ამბობს გერლიანი report.ge-თან.

განსხვავებული მოსაზრებისაა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც მდგომარეობის გამოსწორებას მომავალი წლიდან ელოდება.

,,როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მცირდება, მოსახლეობის მოხმარებაც შემცირებულია. პირადი მოხმარება - ეს არის ინვესტიციები, სამთავრობო ხარჯი და ექსპორტ-იმპორტის სალდოც. ბუნებრივია, რომ მშპ-ს შემცირება მოსახლეობის მოხმარების კლებასაც იწვევს. კლება კი საშუალოდ 6-8%-ის ფარგლებშია. გაცილებით მაღალი მაჩვენებლითაა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრებმა სამსახური დაკარგეს ან ნაკლებად ანაზღაურებად სამუშეობზე დასაქმდნენ. 8%-იანი ვარდნის შემთხვევაში, შემოსავლების კლება საშუალოდ 130 ლარის ოდენობითაა. პანდემია თუ არ გამწვავდა და მესამე ტალღა არ განხორციელდება, მომავალი წლიდან შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს. ეკონომიკური ამჩვენებლები გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე იანვარში და ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ", - ამბობს არჩვაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, კვლევით დასტურდება, რომ ოჯახებმა ეკონომიის მიზნით კვების ხარჯი შეამცირეს. UNICEF-ისა და საქსტატის ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის ერთობლივ შეფასებაში არასრულწლოვნების და მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაა შეფასებული. მონაცემები შეგროვებულია ქალაქებში და სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებზე. კვლევის თანახმად, ეკონომიკური კრიზისის გამო გამოკითხული შინამეურნეობების 53%-ს საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეუმცირდა. ამ ოჯახებიდან 67% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო, მათ სურსათის შეძენაზე ეკონომიის გაკეთება დაიწყეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system