თავში

რას ავალდებულებს კომპანიებს საგანგებო მდგომარეობა

რას ავალდებულებს კომპანიებს საგანგებო მდგომარეობა
რას ავალდებულებს კომპანიებს საგანგებო მდგომარეობა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან - საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები. უზრუნველყონ შესაბამისი პირებისა და ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვა საკარანტინო ზონებში და დანიშნულების ადგილებში. გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები ყველა თანმდევი სერვისით სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system