თავში

რას გეგმავს მინისტრი მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად

რას გეგმავს მინისტრი მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად
რას გეგმავს მინისტრი მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე“, - ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციაზე - "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" გააკეთა.

მისი თქმით, სამინისტრო სტრატეგიის გაწერაზე მუშაობს.

„ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია მედიკამენტების საკითხი. სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მათი ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არსებობდეს, კონკრეტული სტრატეგია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში აქცენტს გავაკეთებთ წამლის რეგისტრაციასა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა მინისტრმა.
რეფორმების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system