თავში

რას გულისხმობს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი

რას გულისხმობს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი
რას გულისხმობს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განმარტებით,  დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმი იგივე „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“ მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის დახვეწას, თაღლითური სქემების რისკების მართვას, ასევე, არამიზნობრივად დღგ-ის რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტების არამართლზომიერად გამოწერის შემცირებას.

ონლაინ შეხვედრაზე ბარათაშვილმა დღეს ბიზნესს აუხსნა საგადასახადო შეღავათებიც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შემცირებისა და მისი სტიმულირების მიზნით, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისათვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შევიდა საგადასახადო კოდექსში და ამოქმედდა მიმდინარე წლიდან.


როგორც ცნობილია, დღგ-ის კარში განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებების საფუძველზე:
• განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები;
• გაიწერა დღგ-ის ჩათვლის პირობები;
• დეტალურად განიმარტა ძირითად საშუალებებზე ჩათვლის მიღების წესი და დღგ-ის თანხის კორექტირების გარემოებები დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ამ ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში.

მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system