თავში

რას გულისხმობს სებ-ის დროებითი საზედამხედველო გეგმა

რას გულისხმობს სებ-ის დროებითი საზედამხედველო გეგმა
რას გულისხმობს სებ-ის დროებითი საზედამხედველო გეგმა

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გადადგა საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ის) პროგრამის გაფართოება და სავალუტო ინტერვენციების ახალი მექანიზმის ამოქმედება.

დროებითი საზედამხედველო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების საშუალებით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნესსაქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება.

სებ-ის განმარტებით, ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით გროვდებოდა. 

ცენტრალურის ბანკის განმარტებით, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და შოკის მიტიგაციისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები ჰქონდა დაგროვებული. 

პანდემიამ ფინანსური სექტორი შემდეგი გამოწვევების წინაშე დააყება: საწყის თვეებში ბაზარზე გაურკვევლობის მნიშვნელოვან ზრდას შეიძლებოდა ხელი შეეშალა ფინანსური შუამავლობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის და დამატებით გაეძლიერებინა შოკი. გარდა ამისა, მაღალი იყო საოპერაციო რისკი.  სებ-ის განცხადებით, ამ გამოწვევების საპასუხოდ და რეალური ეკონომიკის დაკრედიტების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ბანკებს კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. 

"ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკრედიტო დანაკარგების უფრო ადვილად განეიტრალება სწორედ ამ ბუფერების გამოყენებით შეძლეს. დამატებით, მეტი მოქნილობა გაჩნდა ლიკვიდობის მართვაში და მნიშვნელოვნად გაფართოვდა ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ჯერ არ დასრულება, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დროულად განხორცილებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური სექტორი შეძლებს შოკის უარყოფითი ეფექტების მიტიგაციას და - უფრო მეტიც - ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას", განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system