თავში

რას გვთავაზობს ახალი ტაქსოკომოპანია "აქსელი"

რას გვთავაზობს ახალი ტაქსოკომოპანია "აქსელი"
რას გვთავაზობს ახალი ტაქსოკომოპანია აქსელი

საქართველოში ტექნოლოგიური პლატფორმა „აქსელი“ დაფუძნდა. ახალი ტაქსოკომპანია ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა რიჩარდ ყურაშვილმა დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს.

როგორც ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აგლაძე ამბობს, „აქსელი“ ტაქსის გამოძახების ჩვეულებრივი კომპანიაა, ახალი ტექნოლოგიური ეფექტით, რითაც ის ტექნიკურად უფრო თანამედროვე, გამართული და მომსმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია. ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, რომ “აქსელის“ აპლიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.

„სერვისი ტექნიკურად უკვე გამართულია, ამ ეტაპზე დიზაინზე მუშაობენ, თვის ბოლოს კი ის ფუნქციონირებას დაიწყებს, მძღოლების მოზიდვას ვაპირებთ გადახდების მოქნილი სისტემით, სატარიფო პოლიტიკა იქნება ინოვაციური და კონკურენტუნარიანი, თუმცა სხვა დეტალებს ჯერ ვერ გაგიმხელთ," - განმარტავს აგლაძე.

მისივე თქმით, თავდაპირველად "აქსელი" დაიწყებს გამოძახების სერვისზე მუშაობას, მოგვიანებით დაემატება სხვა მიმართულებები, ჩაშენდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ღირსშესანიშნაობების ნახვა, საუკეთესო რესტორნებთან და კულტურულ პროგრამებთან წვდომა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system