თავში

რას მოაგვარებდა კანონი ფიზიკური პირის გაკოტრების შესახებ

რას მოაგვარებდა კანონი ფიზიკური პირის გაკოტრების შესახებ
რას მოაგვარებდა კანონი ფიზიკური პირის გაკოტრების შესახებ

"მოდის რთული ზამთარი,ეკონომიკის რეცესია გაგრძელდება. მთავრობას ვთხოვთ , გამოიჩინოს წინდახედულება და მოსახლეობის სამომხმარებლო და იპოთეკური პრობლემური სესხების საკითი მოაგვაროს. მარტო დახმარებების გაკეთებით ფონს ვერ გავა მოსახლეობა," - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა უშუამდგომლოს მოსახლეობას საბანკო სექტორთან და დაფიქსირდეს მოველეების დავალიანებები თუნდაც 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ძირი თანხასა და დაიცხული პროცენტების ოდენობით .დაფიქსირებული დავალიანება გადანაწილდეს ხანგრძლივ პერიოდზე,თან ისე რომ მასზე შემდგომი პროცენტების დარიცხვა არ მოხდეს. 

"კეთილი ინებეთ და თავზე წამომჯდარი საბანკო სექტორი აიძულეთ შეწყვიტონ პრობლემატურ სესხებზე ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა. დაფიქსირდეს მოველეების დავალიანებები თუნდაც 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ძირი თანხასა და დაიცხული პროცენტების ოდენობით .დაფიქსირებული დავალიანება გადანაწილდეს ხანგრძლივ პერიოდზე,თან ისე რომ მასზე შემდგომი პროცენტების დარიცხვა არ მოხდეს. აღნიშნული ქმედებით ამოისუნთქავს მოსახლეობა. სამწუხარია ისიც ,რომ არც რომელიმე ოპოზიციური პარტია ან გაერთიანება არ პირდება მოსახლეობას აღნიშნული მტკივნეული პრობლემის მოგვარებას," - ამბობს შენგელია და დასძენს, რომ სასწრაფოდაა მისღები კანონი ფიზიკური პირის გაკოტრების შესახებ. 

"ბოლოს და ბოლოს მიიღონ კანონი ფიზიკური პირის გაკოტრების შესახებ და ჩამოაწერონ ეს დავალიანებები. დაიღალა მოსახლეობა ბანკების იურიდიული კომპანიების მხრიდან ტელეფონებზე რეკვებით და მუქარებით,რომ პრობლემებს შეუქმნიან. ისედაც პრობლემებშია მოსახლეობა ჩავარდნილი,აღარ აქვთ შემოსავლები და ვერ იხდიან," - განმარტავს ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system