თავში

რას ნიშნავს ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკისთვის

რას ნიშნავს ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკისთვის
რას ნიშნავს ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკისთვის

ფულადი გზავნილების მნიშვნელობასა და მისი ზრდის დადებით ეფექტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, საუბრობს.

მისი თქმით, ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. თუმცა, ქვეყნის პირველი ბანკირი შენიშნავს იმასაც,  რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა.

"საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი. გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც, ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს. აღნიშნული დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს," - განმარტავს კობა გვენეტაძე.

ცნობისთვის, ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა.

15.6%-ითაა გაზრდილი საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობა.

ზრდა ყველაზე მაღალია აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. 

რომელი ქვეყნიდან რამდენი გადმოირიცხა ივლისში, დეტალურად იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system