თავში

რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა ეკონომიკაში

​რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა ეკონომიკაში
რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა ეკონომიკაში

"ღარიბი უნდა წავიდეს იმ გზაზე, რომლითაც მიდის, მდიდარი კი უნდა გამდიდრდეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე," - ასე ხსნის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეკონომიკაში ლიბერტარიანულ პრინციპებს ეკონომიკაში.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ მიდგომის მქადაგებლები ხშირად მხოლოდ გადასახადებზე საუბრობენ და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ ეკონომიკაზე არიან კონცენტრირებულები და მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენ, არადა, რეალურად მათ სულს სხვა მიზნები აქვთ.

„ამ იდეოლოგიის მიმდევარისთვის მხოლოდ გადასახადები კი არაა მთავარი თემა. ამ იდეოლოგიის მქადაგებლები ამბობენ, რომ ნებისმიერი კანონი და გადაწყვეტილება, რომლის უკანაც შეიძლება მორალური სტანდარტი იდგეს, არის მიუღებელი, ვინაიდან მორალი ფარდობითი ცნებაა. ის ასევე ამბობს, რომ მდიდარსა და ღარიბს შორის ქვეყნის რესურსების გადანაწილება არასწორი მიდგომაა, ვინაიდან ღარიბი უნდა წავიდეს იმ გზაზე, რომლითაც მიდის, მდიდარი კი უნდა გამდიდრდეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მთელი მსოფლიო საუკენეების განმავლობაში კამათობდა - კანონი თუ მორალი - და ვერ მიაღწია ერთ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მხოლოდ კანონის გზაც უტოპიურია და მხოლოდ მორალისაც. ლიბერტარიანიზმი კი ამბობს, რომ მხოლოდ კანონის უზენაესობით შესაძლებელია წარმატების მიღწევა," - განმარტავს კაკულია და დასძენს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, რომ გვქონდეს არა კაპიტალისტების მიერ შექმნილი ბაზარი, არამედ ის ბაზარი, რომელიც თვითონ შექმნის კაპიტალისტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system