თავში

რას ყიდულობს საქართველო სავაჭრო პარტნიორებისგან

რას ყიდულობს საქართველო სავაჭრო პარტნიორებისგან
რას ყიდულობს საქართველო სავაჭრო პარტნიორებისგან

2021 იანვარ-აპრილში საქართველოს იმპორტმა $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.საქსტატის დღეს განახლებული საგარეო ვაჭრობის ოთხი თვის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. შემცირებულია მხოლოდ მედიკამენტების იმპორტი.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 244.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 196.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 190.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი).

2021 წლის იანვარ-აპრილის იმპორტის ღირებულება და დინამიკა ასეთია:

მსუბუქი ავტომობილები - $244.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11%.

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $196.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.9%.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $190.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.6%.

ბუნებრივი აირი - $148.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.5%.

მედიკამენტები - $107.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 3%.

სატელეფონო აპარატები, მობბილური ტელეფონები - $53.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%.

სატვირთო ავტომობილები - $45 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 105%.

გვირაბის მთხრელი მანქანა - $41.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1539%.( სავარაუდოდ, შემოტანილია ქვეშეთი-კობის გვირაბის გასათხრელად)

ელექტროენერგია - $36 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 18%.

ავტობუსები და მიკროავტობუსები - 31.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1712%.

სხვა დანარჩენი საქონელი - $1.63 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4.4%.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system