თავში

რას უპირებს პრემიერი ბიუროკრატიულ ხარჯებს

რას უპირებს პრემიერი ბიუროკრატიულ ხარჯებს
რას უპირებს პრემიერი ბიუროკრატიულ ხარჯებს

"ქვეყანაში ბიუროკრატიული ხარჯების სისტემური პრობლემა არ არის,"-  ასე უპასუხა პრემიერმა გახარიამ დეპუტატის შეკითხვას, რატომ არ შეამცირა ხელისუფლებამ პანდმიური კრიზისისას სსიპ-ებისა და აიპ-ების ოდენობა.

"რეალურად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ქვეყანაში დღეს იქნება კონტრპროდუქტიული, სსიპ-ებისა და აიპ-ების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და ხალხის რაოდენობა - შესამცირებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სსიპ-ი არის სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო აიპ-ი კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ოპოზიცია მთავრობას ედავება, რომ მათი ოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი და ბიუჯეტიდან მათ დაფინანსებაზე ზედმეტად ბევრი თანხა იხარჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system