თავში

რას ვყიდით აზერბაიჯანში

რას ვყიდით აზერბაიჯანში
რას ვყიდით აზერბაიჯანში

2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოდან ექსპორტის კუთხით მე-2 ადგილზეა ჩინეთის შემდეგ. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტმა 230.7მლნ დოლარი შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელი ავტომობილებია, რაც თანხობრივად 120 მლნ დოლარს შეადგენს. ექსპორტში მეორე ადგილს, 15,4 მლნ დოლარით, მედიკამენტები იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე ცოცხალი ცხოველების ექსპორტია, რაც თანხობრივად 14,5 მლნ დოლარს შეადგენს.

დანარჩენი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

ფეროშენადნობები- 6,7 მლნ დოლარი

ელექტროტექნიკური საქონლის სათადარიგო ნაწილები- 6,2 მლნ დოლარი

ბოჭკოვანი და ცელულოზის ნაწარმი -  4,4 მლნ დოლარი 

პლასტმასის და რეზინის ნაწარმი- 3 მლნ დოლარი

ტანსაცმელი – 2,4 მლნ დოლარი

სპილენძის კონცენტრატები - 2,3 მლნ დოლარი

მცენარეული პროდუქტები - 2,2 მლნ. დოლარი

ფეხსაცმელი, ქოლგები-  2,1 მლნ დოლარი

ცხიმები და ზეთები – 1,4 მლნ დოლარი

ოპტიკური ინსტრუმენტები და მათი ნაწილები - 540 000 დოლარი

სამშენებლო მასალები –  230 000 დოლარი

საიუვულირო ნაწარმი – 40 000 დოლარი

მერქანი- 30 000 დოლარი

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 1,7 მლრდ. დოლარის პროდუქცია გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system