თავში

რას ვყიდულობთ ჩინეთისგან

რას ვყიდულობთ ჩინეთისგან
რას ვყიდულობთ ჩინეთისგან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი – 1 613.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი 975.9 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 858.7 – მლნ. აშშ დოლარით.საქსტატის მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით შემოდის: 

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 30,886 მლნ დოლარი
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 22,071 მლნ დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 21,721 მლნ დოლარი
  • აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 21,327 მლნ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 21,146 მლნ დოლარი
  • ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 18,753 მლნ დოლარი
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 18,030 მლნ დოლარი
  • ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - 14,844 მლნ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 13,906 მლნ დოლარი
  • სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით - 13,846 მლნ დოლარი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2019 წელს სულ საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

შეგახსნენებთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

შეგახსნებეთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტებში ექიმები და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები აეროპორტშივე შემოწმდებიან.

ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. ვირუსს უკვე შეეწირა 100 ადამიანი.ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system