თავში

რაში ხარჯავენ ქართველები ფულს

რაში ხარჯავენ ქართველები ფულს
რაში ხარჯავენ ქართველები ფულს

ქართველები ბანკში ლარის (5%) ნაცვლად დოლარის (24%) შენახვას ამჯობინებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივ კვლევაში, რომელმაც გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

კვლევის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებს სახლში ნაღდი ფულის შენახვის ნაცვლად, ურჩევნიათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში მისი ინვესტირება (37%) ან უძრავი ქონების შესყიდვა (33%), რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

კვლევის მიხედვით, ქართველები ფულს თითქმის თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა (მათ შორის, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პირად მოვლაზე) (32%) და მეგობრებთან შეხვედრებსა და გართობაზე (31%).

აღმოჩნდა, რომ ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავალზე მსჯელობას ოჯახსა და მეგობრებთან ამჯობინებს.

კვლევა აჩვენებს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). 

Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივ კვლევა იყოფა რამდენიმე ბლოკად. გთავაზობთ ქართული და დანარჩენი ხუთი ქვეყნის ბაზრების მთავარ მიგნებებს: 

1. პიროვნული მიზნები და კარიერული შესაძლებლობები. სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ქართველებიც ყველაზე ხშირად ორიენტირებული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (71%). უფრო მეტი ქართველი ფიქრობს პიროვნული პოპულარობისა და მაღალი სტატუსის მიღწევაზე (34%), ვიდრე საკუთარ თემსა თუ საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე (13%). სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველები და აზერბაიჯანელები შედარებით უფრო მოქნილები არიან: ქართველების 6% და აზერბაიჯანელების 10%მზად არის შემდეგი 10 წლის მანძილზე საკუთარი საქმიანობის სფერო შეიცვალოს. ქართველების 23%-ს სურს გლობალურ კერძო კომპანიაში მუშაობა, 18%-ს – ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორში, მხოლოდ 13%-ს აქვს საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში მუშაობა აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ქართველებს (15%) სურთ.

ქართველების უმრავლესობა თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ატარებს, უკრაინელების უმრავლესობას კი ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა ურჩევია. 

2. პირადი ბიუჯეტი და ხარჯები. ქართველები ფულს თითქმის თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა (მათ შორის, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პირად მოვლაზე) (32%) და მეგობრებთან შეხვედრებსა და გართობაზე (31%). საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებს სახლში ნაღდი ფულის შენახვის ნაცვლად, ურჩევიათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში მისი ინვესტირება (37%) ან უძრავი ქონების შესყიდვა (33%), რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. გარდა ამისა, ქართველები ბანკში ამჯობინებენ ლარის (5%) ნაცვლად დოლარის (24%) შენახვას. 

3. კორონავირუსის გამო ყველა მოქალაქე პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დადგა.

ბიზნესებმა, მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად სცადეს ვირუსის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების განხორციელება და თავიანთი მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება. გამოკითხული მოქალაქეების მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროებია ექიმები სხვა ქვეყნებიდან (72%) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (71%). კითხვაზე, თუ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის წყაროებიდან ყველაზე მეტად რომელს ენდობიან, ქართველებმა თითქმის თანაბრად მიუთითეს ექიმები სხვა ქვეყნებიდან (26%), ნაცნობები და კოლეგები (26%), ჯანდაცვის ორგანოები (25%) და ოჯახი (25%), ინფორმაციის ყველაზე სანდო წყარო კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა (34%). ქართველები გამორჩეული არიან გუნდური სულით: მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან ან იდეებთან ასოცირების, საერთო ხედვების გაზიარების სურვილი. ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%).

კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს ექვს სახელმწიფოში – უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში 2020 წლის აპრილში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system