თავში

რატომ არ აჩერებს ეკონომიკას მთავრობა ინფიცირების ზრდის მიუხედავად

რატომ არ აჩერებს ეკონომიკას მთავრობა ინფიცირების ზრდის მიუხედავად
რატომ არ აჩერებს ეკონომიკას მთავრობა ინფიცირების ზრდის მიუხედავად

"თავის დროზე რომ არ მიგვეღო მკაცრი ზომები, ვერ ვიქნებოდით ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა," - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიციონერ დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მუშაობს ახლა ეკონომიკა იმ ფონზე, როცა ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათეულია.

მინისტრის თქმით, ეკონომიკებს დაარტყა არა შემზღუდავმა ღონისძიებებმა, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელებამ.

„თავის დროზე, როცა პანდემია დაიწყო და არავინ იცოდა, თუ რასთან გვქონდა საქმე, ან როგორ უნდა გავმკლავებოდით ამ პროცესს, რომ არ მიგვეღო ის მკაცრი ზომები, რაც მივიღეთ, ვერ ვიქნებოდით ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა. მაშინდელი 20 შემთხვევა იყო გაცილებით შემაშფოთებელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რადგან ამოუცნობ პრობლემასთან გვქონდა საქმე. ახლა ყოველგვარი პანიკის გარეშე, წერტილოვანი ზომებით ვმართავთ შემთხვევებს, რადგან გვაქვს უფრო მეტი მომზადება, მეტი ცოდნა, მართვის სხვადასხვა ბერკეტია ამოქმედებული, ტესტირების ჯერადობა გაზრდილია, ამიტომაც დღეს მეტი ინფიცირებულის შემთხვევაშიც თამამად ვამბობთ, რომ გადავედით ადაპტაციის პერიოდში. როგორც არ უნდა დაგვისვათ კითხვა, გიპასუხებთ - ეკონომიკას არ შევზღუდავთ. თუკი ვირუსი უკონტროლოდ გავრცელდა, ეკონომიკა მაინც დაზარალდება და არ იმუშავებს. დღეს კი შეგვიძლია შემზღუდავი ზომები აღარ მივიღოთ და გავაჯანსაღოთ ეკონომიკა“, - ამბობს თურნავა.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system