თავში

რატომ არ იაფდება ავტომობილები საქართველოში

რატომ არ იაფდება ავტომობილები საქართველოში
რატომ არ იაფდება ავტომობილები საქართველოში

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, კორონავირუსის გამო საერთაშორისო ბაზრებზე მანქანების ღირებულება 40%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ქართველი დილერები ფასების გადახედვას არ აპირებენ. როგორც report.ge-ს ერთ-ერთი მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანიის დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ შეიქმნას მოწოდების დეფიციტი და გაიაფების ნაცვლად, ავტომობილი გაძვირდეს. ამ ეტაპზე კი, როგორც სურგულაძე ამბობს, რეალიზაციის მხრივ ბაზარზე სრული უძრაობაა. 

,,ეპიდემიის გამო 35-40%-ით შეგვიმცირდა ბრუნვა, ალბათ, ამ მაჩვენებელზე დასტაბილურდება, უფრო დაბლა არ ჩამოვა. ამ ეტაპზე ყველა სახლში ვზივართ, მანქანები არ იყიდება. რუსთავის ავტობაზრობა დაკეტილია, შემოსავლების სამსახურში ყიდვა-გაყიდვის სერვისი შეჩერებულია. რაც შეეხება იმპორტს, ჩვენს კომპანიას მანქანები ძირითადად აშშ-დან ჩამოჰყავს. შესყიდვები 40%-ით შეგვიმცირდა, მაგრამ არ განულებულა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ შეიძლება დადებითი ეფექტიც მივიღოთ. ამერიკაში ფასები 40% გაიაფებულია და მოთხოვნა ჩვენი მხრიდან გააქტიურდება. სავარაუდოდ, მოთხოვნა მოიმატებს, თუმცა მოსალოდნელია მიწოდების დაახლოებით 5-თვიანი წყვეტა. იმ რაოდენობას, რასაც ბაზარი ითხოვს, ვერ მივიღებთ. თუმცა საქართველოში ავტომობილების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, ჩვენს შემთხვევაში, ფასები, ალბათ გაიზრდება. ფასის კლება ამ მძიმე სიტუაციაშიც კი არ ფიქსირდება. დილერები ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ იმ თვალსაზრისით, რომ მანქანების მოსალოდნელი დეფიციტი აშინებთ, რაც დროებითი მოვლენა იქნება და მდგომარეობა გამოსწორდება, როგორც კი ეპიდემია გადაივლის", - აცხადებს გიორგი სურგულაძე.

ავტოიმპორტიორის პროგნოზით, ავტომობილების იმპორტში მდგოამრეობის გამოსწორებას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება. გიორგი სურგულაძის თქმით, 2021 წლის ნოემბერი იქნება ის სავარაუდო პერიოდი, როცა ავტომობილების ბაზარზე ზრდის ტრენდი თავიდან აიღებს სტარტს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system