თავში

რატომ არ იკლებს სიკვდილიანობა გზებზე

რატომ არ იკლებს სიკვდილიანობა გზებზე
რატომ არ იკლებს სიკვდილიანობა გზებზე

2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებად სახელდება: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

როგორც report.ge-ს "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ განუცხადა ავარიებით სიკვდილიანობის ზრდის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ არ ხდება სტატისტიკის საფუძვლიანი ანალიზი. კვაშილავა განმარტავს, რომ მიზეზის გაგება მოგვცემდა სწორი უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების საშუალებას.

"უნდა მოხდეს 2019 წლის სტატისტიკის უფრო დეტალური შესწავლა და ანალიზი, რომ გავიგოთ თუ რა იყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გაზრდის და შედეგად ფატალური შემთხვეების გაზრდის მიზეზი. უნდა გავიგოთ აღნიშნული ციფრის გაზრდა გამოწვეულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ, თუ კერძო მძღოლების და გზის სხვა მომხმარებელების მიერ. ასეთი ანალიზი საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს მიზანმიმართული და ეფექტური ჩარევა პრობლემურ სფეროებში და მიმართულებებში. მეორე ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება საგზაო უსაფრთხოების არსებული დონე ადგილობრივ გზებზე, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას აშაკარად აკლიათ ტექნიკური და ადამიანური რესურსები ამ მიმართულებით. აქ საუბარია საგზაო უსაფრთხოების ინჟინრებზეც, რომლებიც მოახდნენ გზების დაგეგმარების დროს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და ეს გახდება პრიორიტეტული," - განუცხადა report.ge-ს გელა კვაშილავამ და დასძინა, რომ სერიოზულ პრობლემას ქმნის ასევე  მოუწესრიგებელი საქალაქთაშორისო გადაყვანები, რაც ისევ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად.

ამ მიმართულებით გელა კვაშილავა აუცილებელობად თვლის, მოწესრიგდეს კანონმდებლობა და გაუმჯობესდეს როგორც მძღოლების სამუშაო რეჟიმის შემოწმება, ასევე ავტომანქანების ტექნიკური შემოწმების პროცესი.

"არალიცენზირებული სადგურები, რომლებიც ათასობით საქალაქთაშორისო მგზავრს ემსახურებიან ისე, რომ არ მოწმდება მძღოლის ჯანრთელობა, მათი სამუსაო გრაფიკი. ზოგჯერ ისინი რამდენიმე რეისს ასრულებენ, რაც მათ გადარლას იწვევს და ზრდის ავარიის საფრთხეს. ავტომობილების ტექნიკური შემოწმების პროცესი არაა სრულყოფილი. ჯერ კიდევ მრავლადაა ქუცებსი გაუმართავი ავტომობილები. მთავარი პრობლემა მაინც რჩება სიჩქარის ეფექტური კონტროლი განსაკუთრებით ადგილობრივ გზებზე და რაიონებში, რაც ნიშნავს მეტი საგზაო ნიშნებს, მეტ კამერებს და მეტ აქტიური სოციალურ კამპანიას," -  გვიხსნის კვაშილავა

შეგახსნებთ, საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი სტაბილურად იკლებდა ბოლო 4 წლის მანძილზე, თუმცა 2019 წელს ის გაიზარდა.

2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187.

2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი.

2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461.

2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system