თავში

რატომ არ ითხოვენ ფერმერები მერძევეობის დაფინანსებას

რატომ არ ითხოვენ ფერმერები მერძევეობის დაფინანსებას
რატომ არ ითხოვენ ფერმერები მერძევეობის დაფინანსებას

მერძევეობის სფეროში მხარდამჭერი ღონისძიებების მიუხედავად, მოდერნიზაციის პროექტში საკმაოდ მცირეა იმ ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებიც საელმწიფო პროგრამით სარგებლობენ. დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერი ბესიკ თოქმაჯიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა. როგორც მან report.ge-ს აცნობა, პროექტის ფარგლებში, შეიძინა 49500 ლარად ღირებული მაცივარ-დანადგარი და თანხის ნახევარი დაუფინანსდა. ფერმერის თქმით, რეგიონში მერძევეობის მიმართ ნაკლები ინტერესია და ეს არის მთავარი დაბრკოლება, რაც მისი თქმით, პროექტების მიმართ დაბალ ინტერესს უკავშირდება.

,,სოფელში იშვიათად ნახავთ ადამიანს, მერძეული მიმართულებით იყოს დაკავებული., ამ დროს რეგიონში მეხორცული სფერო მეტნაკლებად კარგად არის განვითარებული და რძის წარმოების მხრივაც მეტი შესაძლებლობაა.განაცხადი რამდენიმე თის წინ შვიტანე და სექტემბერში მივიღე დაფინანსება. მანამდე საწარმოში დამატებიი სამუშაოებიც შევასრულე, რომ სტანდარტი დამეხვეწა. ინტერესი უნდა ჰქონდეს ხალხს, რომ ამ საქმიანობაში ჩაერთოს, შრომატევადი საქმეა და ამიტომ ნაკლებ ინტერესს იჩენენ. აქ მთავარი პირობა ნატურალური რძის წარმოებაა,  ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი თბილისიდანაც შეიძლება აწარმოონ,  მაგრამ სოფლის ნაწარმს თუ არ გამოიყენებენ, ხარისხიან პროდუქტს ვერ მიიღებენ. ეს არის განსხვავება. სოფლად წარმოების დიდი რესურსია და ყველა უნდა იყოს მოტივირებული, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლოს", - ამბობს ბესიკ თოქმაჯიშვილი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით (2020 წლის 15 ოქტომბრის) მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 255 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 12,4 მლნ ლარი.

ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მერძევეობის სახელმწიფო პროგრამაზე მოთხოვნა უცვლელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system