თავში

რატომ არის საშიში შიდა ვალის ზრდა

რატომ არის საშიში შიდა ვალის ზრდა
რატომ არის საშიში შიდა ვალის ზრდა

სპეციალისტების შეფასებით,  შიდა ვალის აღებით ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება და ფინანსური სექტორის მდგრდობას საფრთხეს ემუქრება. როგორც ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, საგარეო ვალთან დაკავშირებით მსგავსი რისკი არ არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს  შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება.

ასეთ სიტუაციაში, ფინანსისტი მთავრობას რეკომენდაციას უწევს, შიდა ვალის აღებას განსაკუთრებით მოერიდოს და უფრო მეტად საგარეო ვალზე აიღოს ორიენტირი. 

,,სახელმწიფო შიდა ვალს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა მიმართავდეს, ისიც მაშინ, როცა ფული ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეიძლება მოხმარდეს ან სხვცა საჭიროებებს. ცნობილია, რომ შიდა ვალი წლების განმავლობაში, ბინათმშენებლობების და სხვადასხვა პროექტსთან დაკავშირებით გააჩნია სახელმწიფოს, ვალის მობილიზება დაგვჭირდა, რომ ძველი ვალდებულებები შეგვესრულებინა. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად იხარჯება ეს ფული, ჩვენ მომსწრე ვართ, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ხშირად პირადი ინტერესებისთვის იხარჯება. მისი მინზობრიობა ეწვს იწვევს, რაც ნაკლებადაა საგარეო ვალის შემთხვევაში. როდესაც სახელმწიფო იღებს საგარეო ვალს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, მაგალითად, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა დსა სხვა წყაროებიდან, მას აქვს მიზნობრიობა. სესხს გასცემენ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, მიმდინარე პერიოდში კი მთელი ეს ფული covid-19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებს ხმარდება", - ამბობს ჯანიაშვილი.

ფინანსისტის შეფასებით, შიდა ვალის აღება იმ მხრივაც პრობლემაა, რომ საგარეო ვალისგან განსხვავებით, ბევრად ძვირია, შესაძლოა, 5-6-ჯერ  მეტიც,  ვიდრე საგარეო ვალია.

,,შიდა ვალის აღებისას დიდ პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ ჩვენთან სახაზინო ვალდებულების განაკვეთი საკმაოდ მაღალია. როდესაც შიდა ვალს იღებს სახელმწიფო, ამ ფულს ბანკიდან სესხულობს, ხოლო როდესაც ბანკები გარანტირებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთს იღებენ, მათ სესხის გაცემის პრობლემა არ აქვთ. მართალია, ეკონომიკიდან ფულის მასის ამოღება ხელს უწყობს ლარის გამყარებას, მაგრამ ეკონომიკაზე ცუდად აისახება, რადგან მას აკლდება ფული, როგორც საბრუნავი საშუალება", - ამბობს ჯანიაშვილი.

განსახვავებული მოსაზრებისაა აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, ქვეყანა ეპიდემიის გამო მძიმე მდგომარეობაშია და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ თანხის მოზიდვა, რის შესაძლებლობაც მოგვეცემა.

ცნობისთვის, მთავრობამ დღეს 35 000 000 ლარის შიდა ვალი აიღო. 2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.980 პროცენტით, მაქსიმალური 8.040 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.002 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე, 2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system