თავში

რატომ და რა მიზნით გადაცვალა "ქართუმ“ ბაკურიანში მიწები

რატომ და რა მიზნით გადაცვალა "ქართუმ“ ბაკურიანში მიწები
რატომ და რა მიზნით გადაცვალა ქართუმ“ ბაკურიანში მიწები

„სახელმწიფო ქონების სააგენტოს“ თხოვნით „ქართუ ჯგუფი“ დაგვთანხმდა და თავისი კუთვნილი მიწა გადაცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში, როგორც ამას ჩვეულებრივი პრაქტიკა ითვალისწინებს. ეს არა „ქართუ ჯგუფის“, არამედ ჩვენი ინტერესი იყო," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა და დასძინა, რომ მ დღეებში გავრცელდა ერთი საკითხის დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა“ ბაკურიანში მიწების გადაცვლით რაღაც სარგებელი მიიღო.

ეს არის თავდაყირა მოწოდებული ინფორმაცია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში და ეს ჩემპიონატი ბაკურიანში ტარდება. ამისთვის მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა. ამ პროექტის დამტკიცების კვალობაზე გაირკვა, რომ არეალში ექცევა ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის „ქართუ ჯგუფს“. გარდა ამისა, იქ სხვა კერძო მიწებიც არის და ეს ჩვეულებრივი პროცესია. დღესაც სახელმწიფო დიდველის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც „ქართუს“ ეკუთვნის, უსასყიდლოდ იყენებს პარკინგისთვის. ყოველგვარი განცხადება, თითქოს აქედან „ქართუ ჯგუფმა“ რაღაც სარგებელი ნახა, არის უსაფუძვლო“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system