თავში

რატომ და რის ხარჯზე შემცირდა ეკონომიკა ივნისში

რატომ და რის ხარჯზე შემცირდა ეკონომიკა ივნისში
რატომ და რის ხარჯზე შემცირდა ეკონომიკა ივნისში

საქსტატმა დღეს 2020 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემებით ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა. ჯამურად მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 12.6% იყო, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში კვარტალური ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის, გოგიტა თოდრაძის, განცხადებით, ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ვარდნამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.

"მშენებლობის სექტორში კლება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების მიმართულებით. გუშინ ჩვენ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია 6 თვის განმავლობაში გაცემული სამშენებლო ნებართვების და ექსპლოატაციაში მიღებული შენობების შესახებ, რომლის მიხედვითაც 17%-ით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით მშენებლობებზე გაცემული ნებართვები, უფრო მეტად 27%-ით არის შემცირებული გაცემული ნებართვების ფართობები. ყველაზე მეტი შემცირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის, სადაც დაახლოებით 50%-ით შემცირდა გაცემული ნებართვების რაოდენობა. რაც შეეხება ექსპლოატაციაში მიღებული შენობების რაოდენობას, ის 35%-ით არის შემცირებული, გარდა ამისა 22%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, თუმცა, ივნისში 45%-ით გაიზარდა ცემენტის იმპორტის რაოდენობა, რაც გარკვეულად იმედისმომცემი მაჩვენებელია. ივნისში დაახლოებით 80%-ით შემცირდა ფეროსილოკონ მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე აღსანიშნავია წარმოების მოცულობის შემცირება მინერალური წყლების წარმოების მიმართულებით, შესაბამისად 36%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი. ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რაც ტურიზმის სექტორში კლების მიზეზი იყო. ტრანსპორტის სექტორში კლება დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების გართობის და დასვნების სექტორებში, რაც დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან დაახლოებით 85%-90%-ით არის შემცირებული მსგავსი ტიპის კომპანიების ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებით სექტორში, რაც დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. ასევე დადებითი ტენდენციები იყო წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სექტორში,
"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system