თავში

რატომ ძვირდება სამრეწველო პროდუქცია

რატომ ძვირდება სამრეწველო პროდუქცია
რატომ ძვირდება სამრეწველო პროდუქცია

წარმოების ტემპის კლება სამრეწველო პროდუქციის გაძვირების მთავარ მიზეზად სახელდება. ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით, ეპიდემიური მდგომარობის გამო სამრეწველო პროდუქციის წარმოება შემცირდა და მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი დაირღვა, რაც საბოლოდ ფასებზე აისახა და ამით არის განპირობებული სამრეწველო პროდუქციის მწარმეობელთა ინდექსის მატება.

,,გლობალურ ბაზრებზე და საქართველოშიც, ფასების მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება. თითქმის 1 წელია, რაც ეს ტენდენცია გრძელდება. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, იმპორტიც სერიოზულ კლებას განიცდის. ადგილობრივმა წარმოებამ არათუ ვერ ჩაანაცვლა იმპორტი, წარმოების ტემპმა თითქმის ყველა მიმართულებით იკლო. ცხადია, წარმოების ზრდის შესაძლებლობა გამოჩნდება, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება. ახლა ეკონომიკა დიდწილად გახსნილია და ესეც ხელს უწყობს, რომ წარმოების ტემპი გააქტიურდეს. ჩვენ გვჭირდება მზარდი ექსპორტი, რის საფუძველის წარმოების ზრდაა, სწორედ ამისკენ უნდა გვქონდეს სწორება პოსტეპიდემიურ პერიოდში. დიდი როლი აკისრია გადამამუსავებელ მრეწველობასაც, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია, ადგილზე მოხდეს გადამუშავება და ნედლეულის ნაცვლად, მზა პროდუქტი გავიდეს, რაც ეკონომიკას დაეტყობა და დასაქმების მასშტაბიც მოიმატებს", - ამბობს მომცელიძე  report.ge-თან.

გამოსავალს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მძიმე და მსუბუქი მრეწველობის განვითარებაში ხედავს. მისი თქმით, ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივა სწორედ ამ სფეროების განვითარებაა. 

,,ჩვენ გვესაჭიროება გვჭირდება რეალური სექტორის და იმ დარგების განვითარება, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი დამატებული ღირებულების დოვლათის შექმნით.  ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ინფორმაციული ტექნოლოგიები და მომსახურების ის პროგრესული დარგები, სადაც უფრო მეტი რთული შრომის გამოყენება არის საჭირო. ჩემი აზრით, მრეწველობა რჩება მიმართულებად, რომელსაც პოზიტიური პერსპექტივა გააჩნია. მტავარია, სიჩქარის რა ტემპი ექნება ამ პროცესს. საგარეო ვაჭრობაში ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, სამამულო პროდუქტმა ჩაანაცვლოს იმპორტი, ხოლო უარყოფითი სალდო ექსპორტის გზით შემცირდეს. მრეწველობის განვითარებით შესაძლებელია მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს შექმნაა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავააქტიუროთ", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასების 1.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 17.4 პროცენტით გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system