თავში

რატომ ეზრდება ვალები მოქალაქეებს - მინისტრის განმარტება

რატომ ეზრდება ვალები მოქალაქეებს - მინისტრის განმარტება
რატომ ეზრდება ვალები მოქალაქეებს - მინისტრის განმარტება

"საქართველოში დაკრედიტების წესები არის გაცილებით ცივილიზებული და თუ დღეს ვინმეს ვალი უგროვდება, ან გადახდის ვადას აცილებს, ეს ჩვეულებრივი პროცესია და არა გაუარესების ინდიკატორი," – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მსესხებლებისთვის ვალების ჩამოწერა ერთჯერადი აქტი იყო. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებით კი მოიხსნა პრობლემა, როდესაც მოქალაქეებს კრედიტებზე მაღალი პროცენტები ჰქონდათ და დიდი ჯარიმები უგროვდებოდათ.

როდესაც მოხდა ამ ვალების ჩამოწერა და საიმედო პორტფელების შესყიდვა ფონდი „ქართუს“ მიერ, ეს იყო ერთჯერადი აქტი, გამოწვეული იმით, რომ მანამდე, არ არსებობდა არანაირი შემზღუდავი ფაქტორი, თუ ვის უნდა მისცენ სესხი, რა ოდენობით, რა პროცენტით, რა ჯარიმებით და ე.წ. Predatory Lending, სადაც რამდენიმე ათას პროცენტზეც კი ადიოდა ჯარიმა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებით ეს პრობლემა მოიხსნა. თუ ამის შემდეგ ვალები გროვდება, თუ ვინმე არ იხდის, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესი. ვეღარ დავაბრალებთ იმას, რომ ვიღაც შეცდომაში შეიყვანეს, ფარული ხარჯები იყო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ორი წელია, 5 პროცენტზე მეტი მაჩვენებლით იზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზოგადი პრობლემაა, რომ ის არის „მცირე ეკონომიკა“

ჯერ დაბალი შემოსავალი გვაქვს ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც სხვათაშორის, რეკორდულად მაღალია ამ მდგომარობით და გვჯერა, რომ წლის ბოლოს 5 ათას დოლარს მიაღწევს. ამას ყველა აღიარებს, თუმცა ეს არასაკმარისია. რამდენიმე ათწლეული იქნება ეს პრობლემა, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ეს არის გაუარესების ინდიკატორი, ცდებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამჟამად ვადაგადაცილებული სესხები ერიცხება 500 ათას მოქალაქეს. ეს მას შემდეგ, რაც შარშან "ბანკი ქართუს" ინიციატივით მოქალაქეებს სესხები ჩამოეწერათ. სტატისტიკის მიხედვით, დავალიანების მქონე 500 ათასი პირიდან 11 ათასია ისეთი, რომელსაც სასესხო დავალიანება არასდროს ჰქონია, ანუ წელს "ვალებში ჩავარდა" გადახდის კარგი ისტორიის მქონე 11 ათასი ადამიანი, რაც სპეციალისტების თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ინფლაციისა და ლარის გაუფასურების შედეგად მოქალაქეების შემოსავალი იკლებს, ადამიანები ვალებს ვეღარ ისტუმრებენ და ჭარბვალიანობა ქვეყანაში ისევ ძალას იკრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system