თავში

რატომ გააუქმა ილონ მასკმა Twitter-ი

რატომ გააუქმა ილონ მასკმა Twitter-ი
რატომ გააუქმა ილონ მასკმა Twitter-ი

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი Twitter-ზე საკუთარ გვერდს აუქმებს. გადაწყვეტილება ამერიკელმა მილიარდერმა თავის 29 მილიონ გამომწერს ამავე ქსელის მეშვეობით აცნობა. მისი მოკლე ტვიტიდან რაიმე სახის დასკვნის გაკეთება რთულია, თუმცა დასავლურ მედიაში სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. გასულ წელს მასკის წინააღმდეგ, სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, ბრიტანელმა მეცნიერმა საქმე ლოს ანჯელესის სასამართლოში აღძრა. საქმე ისაა, რომ გასულ წელს გამოქვაბულში გაჭედუილი ტაილანდური ფეხბურთის გუნდის გადასარჩენად მასკმა მინი წყალქვეშა ხომალდის გამოჰყოფის შესახებ განაცხადა. ბრიტანელმა მეცნიერმა ვერნონ ანსვორთიმ კი, მილიარდერის გადაწყვეტილებას "პიარ ხრიკი" უწოდა. საპასუხოდ მასკმა მეცნიერი პედოფილად მოიხსენია. როგორც ამერიკელმა მილიარდერმა სასამართლო მოსმენაზე განმარტა, მის ბავშობაში აფრიკელები ამ სიტყვას სალანძღავად იყენებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system