თავში

რატომ "გაიჭედა" პარლამეტში ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა

რატომ "გაიჭედა" პარლამეტში ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა
რატომ გაიჭედა პარლამეტში ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, საქართველოში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის გერმანული მოდელის ამოქმედება რეალურია და ბიძგს მისცემს სადაზღვეო სექტორის განვითარებას.

მისი თქმით, ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი თითქმის 15-20 წელია განხილვის საგანია და გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არაა. ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა კანონდებლებს ის ამ დრომდე არ განუხილავთ. 

ხეჩინაშვილი ვარაუდობს, რომ მიზეზი არჩევნებს უკავშირდება, რადგან სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ამომრჩევლისთვის სასურველი თემა არ არის. სწორედ ამიტომ ხეჩინაშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის განხილვა არც წელს მოხდება, რადგან საარჩევნო წელია.

არადა,მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევას ევროკავშირიც ისევე ითხოვს, როგორც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. 

„ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შევქმნათ, როგორიც გერმანიაშია. ამის დემონსტრირება ჩვენ გავაკეთეთ იმ პატარა სავალდებულო დაზღვევით, რომელიც ეხება საქართველოში არარეგისტრირებული ტრანსპორტის მფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას. ნახეთ, როგორ იდეალურად მუშაობს, როგორც ინკასაციის, ისე ხარჯის ანაზღაურების კუთხით. ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამას ძალიან კარგად გავაკეთებთ და ეს მართლა შეუწყობს ხელს სადაზღვევო კულტურის განვითარებას, ამაზე ამდენს არ ვილაპარაკებდით“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა და დასძინა, რომ მისი ამოქმედება სექტორს სერიოზულ ბიძგს მისცემს, რადგან ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, დაახლოებით მილიონი ადამიანი შევა სადაზღვევო ურთიერთობაში, საიდანაც დიდი ნაწილისთვის ეს პირველი სადაზღვევო პროდუქტი იქნება. 

ხეჩინაშვილის განმარტებით, როგორც ევროპული სტატისტიკა აჩვენებს, მილიონ კაცზე დაახლოებით 80 000 სადაზღვევო შემთხვევა დგება; სომხური გამოცდილების მიხედვით, ეს ციფრი 110 000-ზეც ადის. სარგებელს კი ორი ამდენი ადამიანი მიიღებს, რადგან მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევა ორ მხარეს გულისხმობს – ავტომფლობელს, რომელიც საგზაო შემთხვევაზეა პასუხისმგებელი და დაზარალებულს.

წყარო: "პირველი არხი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system