თავში

რატომ გაკოტრდა ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია

რატომ გაკოტრდა ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია
რატომ გაკოტრდა ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიის, Vanrik Agro-ს მიმართ, ვალდებულების მოთხოვნის უფლებას დღეს საქართველოს “საპარტნიორო ფონდი” გაასხვისებს.

საჯარო აუქციონი დღეს, 15:00-ზე გაიმართება.

“საპარტნიორო ფონდმა” "ვანრიკ აგროში" ინვესტიცია 2015 წელს ჩადო. 

$6.7 მილიონის ინვესტიციით, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 70 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა, 

აშენებულია მოცვის გადამამუშავებელი საწარმო. 

წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადიოდა. 

“ვანრიკ აგროში” საპარტნიორო ფონდის წილი 42%-ია, ფონდისთვის დასაბრუნებელი თანხა კი, 4 მლნ დოლარამდეა.

საპარტნიორო ფონდის განცხადებიდან ირკვევა, რომ არასწორი მენეჯმენტის გამო Vanrik Agro-ს ფონდის მიმართ 4 მილიონ დოლარზე დიდი ვალდებულება აქვს.

კომპანიის პარტნიორის მიერ არ განხორციელდა კომპანიაში დაგეგმილი ფულადი შენატანები, ამასთანავე ფონდს კომპანიის მიერ არ მიეწოდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტაცია, კომპანიის მიერ არ ხდებოდა გადასახადების მომსახურება, დაგროვდა სახელფასო და სხვა ტიპის დავალიანებები, 2017 წლიდან კი კომპანია საბანკო სესხებს ვეღარ ემსახურებოდა.

Vanrik Agro გაკოტრების რეჟიმშია, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მასში გაკოტრების მმართველიც დანიშნა.

აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #:117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system