თავში

რატომ გაწერა დახმარებების პაკეტი ხელისუფლებამ 6 თვეზე

რატომ გაწერა დახმარებების პაკეტი ხელისუფლებამ 6 თვეზე
რატომ გაწერა დახმარებების პაკეტი ხელისუფლებამ  6 თვეზე

დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შემუშავდა.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, 6 -თვიანი დახმარების პაკეტი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ ხომ არ არის გამიწნული, რადგან 6-თვიანი დახმარების პაკეტი სწორედ საარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

დეპუტატმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სთხოვა წარმოედგინა არგუმენტები, თუ რატომ გაიწერა დახმარების და შეღავათების პაკეტი 6 თვეზე.

„ეს 6 თვის ვადა რა არგუმენტით არის განსაზღვრული, რატომ არა 8 თვით? ან ერთი წლით ან 3 თვით? რას უკავშირდება 6 კალენდარული თვის არსებობა? პირდაპირ რომ ვთქვათ და არ მოვერიდები ამ მოსაზრების გამეორებას, რომ თუ 6 თვეს პირველი მაისიდან ავთვლით, ზუსტად გამოდის ოქტომბერი, საარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ასეთ შემთვევაში, ბუნებრივად იბადება კითხვა, ხომ არ არის ეს ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური მიზნებისთვის, წინასაარჩევნოდ გამოყენებული თემა?“- აღნიშნა კობერიძემ.

გიორგი კაკაურიძემ ოპონენტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ უფრო გრძელვადიანი დახმარების პაკეტისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზების საშუალება არ იყო, ხოლო სამ თვეზე გათვლა შეუძლებელი იყო.

„გრძელვადიან პერიოდზე რომ გაგვეკეთებინა, გაცილებით მეტი რესურსი იყო საჭირო და ამის მობილიზების საშუალება არ იყო,“- აღნიშნა კაკაურიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system