თავში

რატომ იხურებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაზიები

რატომ იხურებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაზიები
რატომ იხურებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაზიები

წლის დასაწყისიდან 25-ზე მეტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ(მისო) დატოვა ბაზარი, რამდენიმე კი ლიკვიდაციის პროცესშია. 

რა ხდება ბაზარზე და რატომ იხურებიან მისოები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს. მისი თქმით, კონკურენცია კი არ მცირდება, არამედ ბაზარი უფრო ჯანსაღდება.

„ცალსახად აღვნიშნავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს, რომ კონკურენცია კიდევ უფრო მცირდება, უფრო მეტი რაოდენობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ამ სექტორში კონკურენცია უფრო მაღალი იქნება. კონკურენცია იქნება მაშინ, როდესაც იქნებიან ის ბაზრის მოთამაშეები, რომლებიც არიან ჯანსაღი და რომლებსაც შეუძლიათ ამ სიტუაციაში ბაზარზე ჯანსაღად მუშაობა“, - განმარტა გვენეტაძემ.

ქვეყნის პირველი ბანკირის განმარტებით, რეგისტრირებული მის-ოების კლება მნიშვნელოვნად უკავშირდება მათ მიერ საზედამხედველო ჩარჩოს დაწესებას და შემდეგ უკვე დახვეწას.

"ამავე დროს უნდა შევხედოთ იმას, რომ ძირითადი მიმართულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არის ის, რომ მათ დაკრედიტება უნდა მოახდინონ ბიზნესების და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისო-ების ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრაცია, გადაკეთდნენ სესხის გამცემ ორგანიზაციებად და ამ სტატუსით მოქმედებენ. ამან არ უნდა გამოიწვიოს არანაირად, ან ბრუნვების შემცირება ამ მიმართულებით და ჩვენ ვხედავთ კიდევაც, რომ არასაბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა ჯამურად სტაბილურია. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მათი რეგულირება, აღმოჩნდა, რომ ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც იყო საჭირო იმისთვის, რომ მათ ბაზარზე ეფუნქციონირათ. ისინი იზიდავდნენ სახსრებს და ასეთი გაუმართავი მუშაობის დროს არაფრით არ შეიძლება თანხების მოზიდვა, რადგან დგება რისკები ამ თანხების დაუბრუნებლობის და არავის მოეწონებოდა თუ ამ თანხების დაბრუნება არ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, აქ მთავარია ჯანსაღი მონაწილეები, კონკურენცია არის და კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system