თავში

რატომ იყენებს მარკეტინგში ფასტ ფუდი წითელ ფერს

რატომ იყენებს მარკეტინგში ფასტ ფუდი წითელ ფერს
რატომ იყენებს მარკეტინგში ფასტ ფუდი წითელ ფერს

ე.წ. ფასთ ფუდის რესტორნების, ბრენდის ვიზუალური მახასიათებლებში, როგორც წესი, წითელი დომინირებს. თუ გიფიქრიათ, რატომ ირჩევენ Burger King, McDonald’s, KFC, Wendy’s და სხვა კომპანიები ამ ფერს?!

უინიპეგის უნივერსიტეტში (კანადა) ჩატარებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს, პირველი შთაბეჭდილება, სხვა ადამიანზე ან პროდუქტზე, კომუნიკაციის ან დანახვის პირველ 90 წამში უყალიბდება. ამ აღქმას 62%-დან 90%-მდე სწორედ ფერი ქმნის.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდის შესაფუთად გამოყენებული ტონები. როგორც აღმოჩნდა, მეტწილად, სწორედ ფერი განსაზღვრავს, აირჩევს თუ არა მომხმარებელი რომელიმე ბრენდს/პროდუქტს, რესტორნის შემთხვევაში, წავა, თუ დარჩება ადგილზე.

ამავე კვლევით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ძალიან „ძლიერი“ ფერია. მას მარტივად შეუძლია მომხმარებელზე შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინოს. ეს მხოლოდ რესტორნების ქსელს არ ეხება, ზოგადად ასეა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ პოლიცია, წითელ მანქანას ყველაზე კარგად ამჩნევს, როცა მძღოლი მოძრაობის წესს არღვევს.

გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ წითელს დამატებითი, „მადის სტიმულირების“ ეფექტი აქვს.

მართალია, წითელი დომინანტია, მაგრამ „ფასთ ფუდის“ ბრენდები არც ყვითელზე ამბობენ უარს. როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ეს ფერი „ბედნირებისა“ და „მეგობრულობის“ სიმბოლოა. ამასთან, წითელი და ყვითელი, ერთად, მომხმარებელს, მდოგვისა და კეტჩუპის კომბინაციას აგონებს. ეს ინგრედიენტები კი, Burger King-ის, McDonald’s-ის, Wendy’s-ის, KFC-ის მენიუების განუყოფელი ნაწილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system