თავში

რატომ ითხოვენ სახელმწიფო საწარმოების მუშაობის გამჭვირვალობას

რატომ ითხოვენ სახელმწიფო საწარმოების მუშაობის გამჭვირვალობას
რატომ ითხოვენ სახელმწიფო საწარმოების მუშაობის გამჭვირვალობას

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა მოთხოვნას, რომ სახელმწიფო საწარმოების მუშაობა გამჭვირვალე გახდეს, ეკონომისტებიც იზიარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი მიდგომა შესაძლებელს გახდის, რომ ხარვეზი აღმოიფხვრას და ეკონომიკა უფრო სწორად განვითარდეს, რა მხრივაც სახელმწიფო საწარმოების როლი მნიშვნელოვანია. ეკონომისტ რამაზე გერლიანის შეფასებით, აუცილებელია პრივატიზაციის პროცესშიც მეტი გამჭვირვალობა, რაც კითხვის ნიშნებს მოხსნის.

,,რასაკვირველია, მოთხოვნა არის სამართლიანი არა იმიტომ, რომ რიგი საწარმოების საქმიანობა ან პრივატიზაციის პრინციპი არ მოგვწონს, არამედ ზოგადად ნებისმიერი ეკონომიკური ქმედების დროს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ამის გარეშე სახელმწიფო საწარმო ვერ იქნება წარმატებული და მის მიმართაც მუდმივად იარსებებს ეჭვი, რასაც ზოგ შემთხვევაში მყარი საფუძველი აქვს. გამჭვირვალობა აუცილებელია იმის მიუხედავად, რამდენად სწორად ხორციელდება ეს პროცესი, მაინც უნდა იყოს დეტალები გასაჯაროებული. სხვა შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ კითხვის ნიშნები ჩნდება, გარდა იმ ოფიციალური მონაცემისა, კიდევ სხვა ქმედებებს ხომ არ აქვს ადგილი. პრივატიზაციის შემთხვევაშიც, გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა კერძო საკუთრებაში გადადის სახელმწიფო ქონება და ფულზე იყიდება. თუმცა ეს რისკი არ ნიშნავს, რომ პრივატიზაციის პროცესზე უარი ვთქვათ, მაგრამ უნდა დავუპირისპირდეთ მანკიერ პროცესებს, მეთოდზე, რასაც ფულზე პრივატიზაცია ჰქვია,  თუ ვინმეს სურს, რომ პროცესი  მართლაც იყოს გამჭვირვალე, უფრო ფუნდამენტურად უნდა მივიდგეთ საკითხს და ალბათობაც კი აღმოვფხვრათ, რომ რაღაც შეიძლება გაუმჭვირვალე იყოს, რაც ეკონომიკისთვისაც ძალიან მომგებიანია", - ამბობს რამაზ გერლიანი report.ge-თან. 

სახელმწიფო საწარმოების მუსაობის გამჭვირვალობაზე საუბრობს ეკონომისტი გივი მომცელიძეც. მისი თქმით, შედეგის მიღწევა ამ მიმართულებით მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის შესაძლებელი.

,,სახელმწიფო საწარმოების ეფექტური მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ხშირად ხდება, როცა საწარმოს მენეჯმენტს არც აქვს მოგებაზე გასვლის მიზანი, რადგან იცის, რომ წაგებაზე ყოფნით პასუხს არ აგებს. თვითონ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა მოგვარდეს და სწორი დასკვნა დაიდოს, რაც სპეციალური კვლევებით არის შესაძლებელი. კარგია, რომ არასამთავრობო სექტორი ამ საკითხით განსაკუთრებით ინტერესდება. დეტალურად უნდა ვიცოდეთ თითოეული ობიექტის მუსაობის პრინციპი, მიზნობრიობა, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში და ხშირად ბიზნესს ვერ აძლევს განვითარების საშუალებას. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია, რომ მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრას და საწარმოები უფრო მეტად განვითარდნენ", - აცხადებს მომცელიძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო საწარმოების მუშაობის გამჭვირვალობას ითხოვენ.  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ფინანსისტთა ასოციაცია“ (აფბა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, სახელმწიფო საწარმოების მუშაობა უფრო გამჭვირვალე გახადოს. „აფბა“ გამოდის ინიციატივით, რომ ყველა საწარმოზე/კომპანიაზე, სადაც 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, გავრცელდეს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი, რაც კომპანიების საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ხოლო ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება ინფორმაცია შეუფერხებლად მიიღოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system