თავში

რატომ იცვლება თხევადი გაზის იმპორტის წესი

რატომ იცვლება თხევადი გაზის იმპორტის წესი
რატომ იცვლება თხევადი გაზის იმპორტის წესი

პარლამენტი საგადასახადო  კოდექსში ცვლილებს განიხილავს. საქმე ეხება ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფას და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების ეფექტურ მობილიზებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დღეს მოქმედებს თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიანი რთული სისტემა, რომელთა გაერთიანებით თხევადი გაზის იმპორტიორები ერთიანად გადაიხდიან სააქციზო გადასახადს. მთავარი ბენეფიტი, რაც ამისგან მოსახლეობას ექნება, სოციალური გაზის გაიაფებაა. ცნობისთვის, დღეს სოციალური თხევადი გაზი უფრო ძვირია, ვიდრე კომერციული გაზი.

„დღეს ძალიან დიდი ხარვეზია. ქვეყანაში გაზრდილი გაზიფიკაციის გამო სოციალური გაზის მოხმარება შემცირებულიყო, მოხდა პირიქით, მისი მოხმარება გაიზარდა, ხოლო კომერციულ გაზში ცვლილება არ იყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხდება სოციალური გაზის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, კერძოდ, მანქანის საწვავად გამოყენება“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი და დასძენს, რომ ცვლილების შედეგად თხევადი გაზის ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობისთვის ფასის სხვაობას დაასუბსიდირებს.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ნავთობპროდუქტი, რომელიც თხევადი გაზის ერთ-ერთი სახეობაა, შემოდიოდა აბსოლუტურად დაბეგვრის გარეშე და ამ ცვლილებებით მასზე აქციზი დაწესდება.

„ჩვენ ამ ცვლილებით უნდა გავაჩინოთ ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანი თამაშის წესები თხევად გაზსა და ბუნებრივ აირს შორის, რომელიც დღეს დარღვეულია. გათვალისწინებული იქნება ევროპული პრაქტიკა - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გრადაცია, ანუ ბენზინზე აქციზის ფასი იქნება 37,8 თეთრი, დიზელზე - 33,5 თეთრი, შემდეგ იქნება თხევადი გაზი და ბოლოს ბუნებრივი აირი“, - ამბობს ირაკლი მეზურნიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system