თავში

რატომ მცირდება ტვირთები საქართველოს დერეფანში

რატომ მცირდება ტვირთები საქართველოს დერეფანში
რატომ მცირდება ტვირთები საქართველოს დერეფანში

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნში ტვირთნაკადის შემცირების ძირითად არგუმენტად ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტიდან, ფინასურად უფრო მიმზიდველ-მილსადენში გადამისამართებას სახელდება.

ჩვენს კითხვაზე, რამდენად ობიექტური და დაგამართლებულია ეს მოსაზრება, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში გვიპასუხეს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი გვიხსნის, რომ ნებისმიერი ტვირთმფლობელი ირჩევს მისთვის მიმზიდველ სატრანსპორტო საშუალებას და მიმართულებას, მაგრამ, მისივე თქმით, საქართველოს დერეფნებიდან ალტერნატიულ დერეფნებში გადადის ისეთი ტვირთებიც, რომლებიც თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე არ ექვემდებარება მილსადენით ტრანსპორტირებას.

მისი განმარტებით,  2012 – 2019 წლებში სარკინიგზო ტრანსპორტით მშრალი და ნაყარი ტვირთების გადაზიდვები, რომლებიც არ ექვემდებარება მილსადენით ტრანსპორტირებას, ჯამურად 26% ითაა შემცირებული; 23%-ითაა შემცირებული საექსპორტო ტვირთების გადაზიდვა, ხოლო საიმპორტო - 38%-ით, სატრანზიტო კი -10%-ით. 

ექსპორტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2013-2019 წლებში, საშუალოდ 4.04% ით იზრდება და პარალელურად საქართველოს რკინიგზაზე ადგილობრივი გადაზიდვების 44%-ით მცირდება.

პაატა ცაგარეიშვილისთვის საგანგაშოა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის „დევალვაციის“ ტენდენციაც. მისი თქმით, 2010 – 2019 წლებში რკინიზის სატრანზიტო გადაზიდვები 60%-ითაა შემცირებული, ამავე პერიოდში 53% ითაა შემცირებული ,,საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები აშშ დოლარებში.

იმის გასარკვევად, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ და შესაბამისად ,,საქართველოს რკინიგზამ“, 2010 წლიდან „წინასწარ“ პროგნოზირებადი ნავთობნაკადის მილსადენში გადამისამართების პირობებში, ,,დაკარგული" ნავთობის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება, ექსპერტი აანალიზებს 2009 – 2012 წლებში და 2013 – 2019 წლებში ნავთობის მილსადენში გადადინების ტენდენციებს. ექპერტი ამბობს, რომ 2009 – 2012 წლებში,,საქართველოს რკინიგზამ“შეძლო დაკარგული ნავთობის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება, კერძოდ, მშრალი ტვირთების გადაზიდვა 7.4 მლნ ტონიდან - 10.7 მლნ ტონამდე გაიზარდა. მისივე თქმით, 2013 – 2019 წლებში, ნავთობის კლების ტრენდის პირობებში, ,,საქართველოს რკინიგზამ“ ვერ შეინარჩუნა მშრალი ტვირთების ჩანაცვლების ტენდენცია, პირიქით, სახეზეა შემცირება; კერძოდ,მშრალი ტვირთების მოცულობა 9.1 მლნ ტონიდან - 6.8 მლნ ტონამდე შემცირდა,რამაც შედეგობრივად გამოიწვია საოპერაციო შემოსავლების შემცირება და კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება.

"სახელმწიფოს მხრიდან დასახელებული არგუმენტი, რომ საქართველოზე გამავალ დერეფანში ტვირთნაკადების შემცირება გამოიწვია მხოლოდ ნედლი ნავთობის მილსადენში გადადინებამ, ვერ გამოდგება სათანადო დასაბუთებად და არაკომპეტენტურია. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მილსადენით მხოლოდ ნედლი ნავთობი გადაიზიდება, ხოლო ნავთობროდუქტები მუდმივად რჩება სარკინიგზო გადაზიდვების არეალში, სადაც ასევე საგრძნობი შემცირებაა. დერეფნის სატრანზიტო ფუნქციის დაქვეითება იწვევს რეგიონში სტრატეგიული მოთამაშეთა სიიდან საქართველოს ეტაპობრივად გამოთიშვას; აღნიშნული დერეფანი, მიმზიდველობის და ჰაბის ფუნქციის დაკარგვით, ეტაპობრივად ყალიბდება არა ევროპის და აზიის დამაკავშირებელ ძირითად არტერიად, არამედ ერთ - ერთ უმნიშვნელო განშტოებად," - განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system