თავში

რატომ შეზღუდა მთავრობამ ონლაინგაყიდვები

რატომ შეზღუდა მთავრობამ ონლაინგაყიდვები
რატომ შეზღუდა მთავრობამ ონლაინგაყიდვები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ონლაინგაყიდვების შეზღუდვის მიზეზად ასახელებს ამ სფეროში მომხმარებლების უსაფრთოების ნორმების დარღვევის ფაქტების სიმრავლეს.

გახარია ამბობს, რომ  უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. 

ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პრემიერი აძლევს გარანტიას, რომ უახლოეს დღეებში მიიღებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.

"არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების და ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს," - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გადავიდეთ მომსახურეობის დისტანციურ ფორმებზე.

ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურეობის სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სამწუხაროდ სახლში ჯდომა. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system