თავში

რატომ თქვა ბრაზილიამ უარი "ოპეკის" წევრობაზე

რატომ თქვა ბრაზილიამ უარი "ოპეკის" წევრობაზე
რატომ თქვა ბრაზილიამ უარი ოპეკის წევრობაზე

"ბრაზილიამ გადაწყვიტა, რომ არ გახდეს "ოპეკის" წევრი ქვეყანა, რადგან მათი მიზანია გაზარდონ ნავთობის მოპოვება" - ამის შესახებ ბრაზილიის ენერგეტიკის მინისტრმა ბენიტუ ალბუკერკემ განაცხადა.

არადა, იანვრის დასაწყისში მინისტრმა თავად აცხადებდა, რომ ბრაზილია აწარმოებს მოლაპარაკებებს "ოპეკთან" გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე წლის ბოლომდე. 

ახლა კი ალბუკერკე ამბობს, ბრაზილია კარტელის წევრი წელს არ გახდება მაშინაც კი, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

2019 წელს ბრაზილიამ ნავთობის მოპოვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

მისმა წლიურმა მოპოვებამ ერთ მილიარდ ბარელს გადააჭარბა. 

სპეციალისტებს აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ბრაზილია გახდება მეხუთე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში.

ცნობისთვის, "ოპეკი" არის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი და ვენესუელა. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრიაშია განთავსებული.ორგანიზაციის მთავარი მიზანია, უზრუნველყონ საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილიზაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system