თავში

რატომ თქვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უარი მიწისქვეშა სადგომის მოწყობაზე

რატომ თქვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უარი
რატომ თქვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უარი მიწისქვეშა სადგომის მოწყობაზე

თბილისის მერიის მიერ 4 ლოოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოცხადდა. ერთ–ერთ ლოკაციაზე, ფილარმონიასთან, გამარჯვებული გამოვლინდა, თუმცა კომპანია "x2-მა" 3 თვეში პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა და მიზეზად მისი არარენტაბელობა დაასახელა. როგორც კომპანიაში განმარტეს, უარის თქმის მიზეზი გახდა მიწისქვეშა ჩამდინარე წყლები იყო, რომელიც პროექტს აძვირებდა. 

მერიაში ამბობენ, რომ ისინი ახალ ინვესტორს ელოდებიან.

"სწორედ იმიტომ, რომ მიწისქვეშა მშენებლობა თბილისისთვის ახალია, ჩვენ ჩავდეთ ასეთი პუნქტი (ხელშეკრულებაში), რომ 3 თვის მანძილზე ინვესტორს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ დეტალურად მოეკვლია არეალი, რაც გააკეთა კიდეც კომპანიამ, რომელმაც გაიმარჯვა, შემდგომ დაგვიბრუნდა და გვითხრა, რომ ეს არ იყო მისთვის რენტაბელური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვისთვის არ შეიძლება იყოს ეს რენტაბელური. მიწისქვეშა წყალი არ ნიშნავს, რომ პროექტი ვერ განხორციელდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან", - აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია.

კითხვაზე, რატომ შეირჩა ისეთი ლოკაცია, სადაც მსგავსი ტიპის პრობლემები ფიქსირდებოდა, მერიის ეკონომიკურ სამსახურში ამბობენ, რომ ადგილები რამდენიმე წლის წინ კომპანია PWC-მა შეარჩია.

"ეს პროექტი ჩვენთვის კვლავ აქტუალურია, კვლავ ველოდებით ინვესტორების შემოთავაზებას. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის შემდეგ, ასევე ზონალური პარკინგის შემოღების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ეს პროექტი. მიგვაჩნია, რომ ეს საჭირო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ამ ეტაპზე ბიუჯეტის თანხის ამაზე დახარჯვა, არასწორად მიგვაჩნია", - აცხადებს ანდრია ბასილაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system