თავში

რატომ ვერ აშენდა ქუთაისის აეროპორტში დაპირებული ტერმინალი

რატომ ვერ აშენდა ქუთაისის აეროპორტში დაპირებული ტერმინალი
რატომ ვერ აშენდა ქუთაისის აეროპორტში დაპირებული ტერმინალი

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2019 წელს ნაცვლად 2020 წელს დასრულდება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ქუთაისის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მათი ინფორმაციით დასრულებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის მოპირკეთებისა და სახურავის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მწვანე გადახურივის მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა ტიხრების მოწყობის სამუშოები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79 პროცენტით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი – 179 201 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, აქამდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურებოდა. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system