თავში

რატომ ვერ ხერხდება მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა საქართველოში

რატომ ვერ ხერხდება მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა საქართველოში
რატომ ვერ ხერხდება მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა საქართველოში

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის, ზვიად გაბისონიას, თქმით, აკადემიური წრეები ბიზნესთან თანამშრომლობის გზებს ეძებენ. მისივე თქმით, ქართულ მეცნიერებას გამოყენებითი კვლევითი პროექტები და კერძო სექტორის დაკვეთა აკლია. გაბისონიას თქმით, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების კომერციალიზაცია არ ხდება, რითაც ზარალობს ქვეყნის ეკონომიკა.

რუსთაველის ფონდის დირექტორის მოსაზრებით, სახელმწიფოს, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის  უკეტესი კოორდინაცია სამეცნიერო კვლევებს უკეთ დააკვალიანებდა.

„მსოფლიოს მეცნიერება ციკლური პრინციპით ვითარდება. ანუ როდესაც სახელმწიფო სამეცნიერო პროექტებს აფინანსებს, მას ბიზნესში უკუეფექტი სჭირდება, თუნდაც ირიბი უკუეფექტი. მაგალითად, ჩვენს ქვეყნას ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს, რაშიც მილიონებს და ხშირად მილიარდსაც ვხარჯავთ. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სამცნიერო-კვლევითი კომპონენტი. ჩვენ გვაქვს წყვეტა, როდესაც კომპანიებს მეცნიერებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. შესაბამისად, მეცნიერება ვერ იღებს კარგი გაგებით პირდაპირ დაკვეთას, რა მიმართულებით უნდა ვაწარმოოთ კვლევა. სახელმწიფო რუსთაველის ფონდის მეშვეობით აცხადებს კვლევით პროექტებს, სადაც დაკვეთა არ არის. ანუ ჩვენ ვაცხადებთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მეცნიერებმა კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ ეს გუშინდელი დღეა“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ რუსთაველის ფონდმა ბიზნესასოციაციასთან გააფორმა ხელშეკრულება. ახლა მიმდინარეობს მუშაობა საპარტნიორო ფონდთანაც.

"ჩვენ შეკრული პროექტი გვჭირდება, მოდელი, როდესაც რუსთაველის ფონდი დაიწყებს მეცნიერების დაფინანსებას, შემდეგ გადავა ტექნოლოგიურ პარკში იგივე პროტოტიპებისა და სტარტაპების დაფინანსების ნაწილში და აი ,შემდეგ ბიზნესის დაფინანსება გვჭირდება. ასეთ მოდელზე გადასვლა, ჩემი აზრით, მომავალ წელს შესაძლებელი იქნება. მსოფლიო ბანკის პროექტი საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა შესაძლო ნაკლოვანება გამოვავლინოთ, რაც ბიზნესტრანსფერის ნაწილში შეიძლება, გაჩნდეს, რისი გამოცდილებაც ჩვენ არ გვაქვს“,- განმარტა ზვიად გაბისონიამ.

მისი ინფორმაციით, სამეცნიერო პროექტებსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის მოგვარებაში ქართველებს ევროპული ფონდებიც დაეხმარებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system