თავში

რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი ეკონომიკისთვის

რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი ეკონომიკისთვის
რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი ეკონომიკისთვის

მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება პრიორიტეტად დარჩება.

მისივე განმარტებით, 10 წლის წინ ადამიანური კაპიტალის ინდექსი საქართველოსთვის 54% იყო. ეს რიცხვი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელზე ცოტა მაღალია, მაგრამ ევროპის და ცენტრალური აზიის მაჩვენებელს ჩამორჩება. 

ადამიანური კაპიტალის ინდექსი, სებასტიან მოლინეუსის შეფასებით, მხოლოდ განათლებითაა შესაძლებელი.

ამჟამად, საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსი 57%-ია. ეს მაჩვენებელი ზომავს, რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი 18 წლის ასაკში, თუკი ის მიიღებდა სრულყოფილ განათლებას და ჯანდაცვის სერვისებს. 

მას მომავლის პროდუქტიულობის საზომადაც მიიჩნევენ. 

ესაა ინდივიდის განვითარების გზა მისი ეკონომიკაში პროდუქტიული ჩართულობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system