თავში

რატომაა მნიშვნელოვანი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები განვითარებადი ბაზრებისთვის

რატომაა მნიშვნელოვანი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები
რატომაა მნიშვნელოვანი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები განვითარებადი ბაზრებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენს გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტში დეტალურადაა განმარტებული, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბაიდენისა და ტრამპის გამარჯვებამ განვითარებადი ბაზრებისთვის. განხილულია ორივე სცენარი. 

"თიბისი კაპიტალის" ექსპერტების შეფასებით, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში სავაჭრო პოლიტიკა იქნება ამგვარი: გაგრძელდება დავა ჩინეთთან, მაგრამ უფრო პროგნოზირებადი გახდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, არ დაწესდება სავაჭრო ტარიფები ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ეკონომიკებთან მიმართებით. რაც შეეხება COVID-19 ზომებს, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, "თიბისი კაპიტალის" ექსპერტების შეფასებით, ელიან უფრო მკაცრ შემზღუდველ რეგულაციებს covid-19-თან საბრძოლველად. ფისკალურ ზომებთან დაკავშირებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაიზრდება ფისკალური ხარჯები სოციალურ პოლიტიკაზე, მწვანე ინიციატივებზე და ინფრასტრუქტურაზე. ისინი ასევე გადასახადების გაზრდასაც ვარაუდობენ. "თიბისი კაპიტალის" ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაიდენის გეოპოლიტიკური პოზიცია იქნება იმგვარი, რომ გლობალური მასშტაბით აშშ წამყვან ქვეყნად დაბრუნდება. ექსპერტები ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ელიან მეტ საერთაშორისო თანამშრომლობას, ნატო-ს მეტი მხარდაჭერას, რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერ ნაბიჯებს. ანალიტიკოსების უმეტესობის მოსაზრებით, ბაიდენის გამარჯვება დოლარის დასუსტების არგუმენტია, რაც სადღეისოდ დოლარის გაცვლით კურსში მთლიანად არაა ასახული. 

დონალდ ტრამპის მეორე ვადით აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, "თიბისი კაპიტალის" ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა გამკცრდება. ექსპერტები ელიან ტრამპის მიდგომის კიდევ უფრო გამკაცრებას ჩინეთთან ვაჭრობის საკითხებში. მათივე ვარაუდით, შესაძლებელია ტრამპმა ტარიფები გაუმკაცროს ევროკავშირსაც. 

ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სპეციალისტები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ გაგრძელდება ვირუსთან ბრძოლა ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე. რაც შეეხება ტრამპის ფისკალურ პოლიტიკას, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  ტრამპი გაზრდის ინფრასტრუქტურულ ხარჯებს  და შეამცირებს გადასახადებს. ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ-ს გეოპოლიტიკური პოზიცია ასეთი იქნება: ქვეყანა საერთაშორისო საკითხებში ნაკლებად ჩაერთვება და ექნება კრიტიკული პოზიცია ნატოს პარტნიორი ქვეყნების მიმართ.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის რეკორდულია და 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს შეადგენს. ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა ფოსტის საშუალებით, ნაწილმა კი - წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა. 20 შტატიდან მიღებული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ხმა 18.2 მილიონმა „დემოკრატმა“, 11.5 მილიონმა „რესპუბლიკელმა“ და 8.8 მილიონმა იმ მოქალაქემ მისცა, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპზე მაღალი რეიტინგი აქვს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system