თავში

რატომ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში

რატომ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში
რატომ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბის შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე report.ge-თან აღნიშნავს, ამ პროცესს საქართველო კვლავ ვერაფერს უხერხებს. მიზიზი კი, რაც ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას განაპირობებს, უკონტროლო აღრიცხვა და დაუდევარი მოხმარებაა.

,,აფხაზეთში ეკონომიკა ფაქტობრივად აღარ არის და შესაბამისად, ეს გარემოება უნდა გამოირიცხოს. 80 ათასი რუსი შემოვიდა წელს ტურისტულად აფხაზეთში და ამანაც განაპირობა მოთხოვნის ზრდა, თუმცა სხვა სეზონზეც მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია. ამ ეტაპზე აფხაზეთთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული მოქმედებება ენერგეტიკის სექტორში არ მიმდინარეობს. თუმცა წინა წლებში სპეციალისტების შეხვედრები იმართებოდა, მიმოსვლა მეტნაკლებად შესაძლებელი იყო, რაც პანდემიის პირობებში საერთოდ შეწყდა. ქვეყანას უკვე სხვა პრობლემა აქვს, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია და ამ საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ბიტკოინის გავლენას, ეს ფაქტორი არ არის, რადგან მაინინგების გამომუშავება მთელ მსოფლიოში საერიოზულად დაეცა და ეს ბუმი არც აფხაზეთშია, როგორც წინა წლებში იყო. თავიდან ბოლომდე საქართველოდან მიღებული ელექტროენერგია ოკუპირებულ რეგიონში კომუნალურ მოხმარებაში მიდის. რეგიონში გაზი არ არის და მასიურად ელექტროენერგიას იყენებენ, დაუდევრად იხარჯება მთელი რესურსი უყაირათობის, აღრიცხვისა და გადაუხდელობის გამო", - ამბობს ენერგეტიკოსი. 

ცნობისთვის, აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ორივე კვარტალში, როცა დანარჩენ საქართველოში მოხმარების მნიშვნელოვანი კლებაა. ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის პირველ ნახევარში წლიურად 15.2%-ით, პირველ კვარტალში 8.0%- ით, ხოლო მეორე კვარტალში 27.8%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system