თავში

რაზე ისაუბრეს პრემიერმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა დახურულ კარს მიღმა

რაზე ისაუბრეს პრემიერმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა
რაზე ისაუბრეს პრემიერმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა დახურულ კარს მიღმა

"სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის თქმით, მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს.

„სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს. მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა და ამ ბალანსის დაჭერაში ვგულისხმობთ იმას, რომ იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ ელემენტარული წესები დაიცვან. თქვენ ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები ხართ და თქვენ, ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ ყველგან, ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ჩაკეტვას მოყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობის ვარდნა და კიდევ ბევრი რამ.

„პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით, ნორმალურად გამოვიარეთ. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ. რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ დღეს 5 მსხვილმა ბიზნესასოციაციამ პრემიერს ღია წერლით მიმართა. მთავრობას ბიზნესი შემდეგ შეღავათებს სთხოვს: 1. განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. 2. მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ. 3. ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება. 4. კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავება. 5. მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system