თავში

რაზე ცხადდებოდა ტენდერები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

რაზე ცხადდებოდა ტენდერები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში
რაზე ცხადდებოდა ტენდერები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 266 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.თანხობრივად სამშენებლო სამუშაოებზე ყველა ტენდერის 83% მოდის.

ორგანიზაციის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების დაჩქარების გადაწყვეტილება ეკონომიკური აქტივობის ასამაღლებლად იყო მიღებული. სხვა ეკონომიკური საქმიანობებისგან განსხვავებით, მშენებლობები უფრო ხანმოკლე დროით შეჩერდა. 

სამშენებლო სამუშაოების შემდეგ ყველა მეტი ჯამური ღირებულების - 28.5 მლნ ლარის ტენდერები ტრანსპორტის შეკეთების მომსახურების და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე გამოცხადდა. 10.7 მლნ ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სატელევიზიო ტექნიკის შესყიდვაზე. აქედან, ერთი არ შედგა, ხოლო მეორე, 7.9 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერზე ჯერ-ჯერობით გამარჯვებული არ არის გამოვლენილი. ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე, სპეციალურ ტანსაცმელზე და სამედიცინო მოწყობილობებზე და ფარმაცევტულ პროდუქტებზე ჯამში 11.5 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობის 2 თვიან პერიოდში გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების რაოდენობას 2019 წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს თუ შევადარებთ, აშკარა კლებას დავინახავთ. 2019 წლის მარტში, აპრილში და მაისში, თვეში საშუალოდ 2,800 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება საგანგებო მდგომარეობის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. თუმცა, თანხობრივად შედარებით მცირე (15%-იანი) სხვაობაა - 2019 წელს თვეში საშუალოდ 330 მლნ ლარის ჯამური ღირებულების ტენდერები ცხადდებოდა, მიმდინარე წლის საკვლევ პერიოდში გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება კი 280 მლნ ლარამდეა. 

"ტენდერების რაოდენობის განახევრებასთან ერთად ჯამური თანხის მხოლოდ 15%-ის კლება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ზრდამ განაპირობა. ზოგადად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სახელმწიფო შესყიდვებში ყველაზე მსხვილი თანხები სამშენებლო სამუშაოებში იხარჯება," - ვკითხულობ დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system